Popular Posts

Saturday, November 15, 2008

· პროექტის სახელი: ისტ. ტექნოლოგიების გამოყენება სკოლებში

· პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:

მონაწილეები გამოიკვლევენ რამდენად ეფექტურია ისტ. ტექნოლოგიების გამოყენება სკოლებში და დასახავენ მისი გაუმჯობესების გზებს.


პროექტის სრული აღწერა: მონაწილეები გამოიკვლევენ რამდენად ეფექტურია ისტ. ტექნოლოგიების გამოყენება სკოლებში, ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებით მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან საგაკვეთილო თემის ეკრანული ჩვენება, შექმნან ვებ-გვერდი და გამოაქვეყნონ თავიანთი ნაშრომები. ნახატები, სლაიდშოუები.

· მონაწილეთა ასაკი/კლასები: X, XI, XII.


· ვადები ხანგრძლივობა: 2 თვე

· პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ისტ. ტექნოლოგიების ისტორის კვლევა, დისკუსიაში ჩართვა.


· მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციების, სლაიდშოუს და ბლოგების შექმნა. გადაღებული და მოპოვებული ინფორმაციის კომპიუტერში ატვირთვა...

· სარგებელი სხვებისთვის: მიიღონ მოსწავლეთა მიერ ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავებული მასალა. განსაკუთრებით საგნის პედაგოგებს გაუღრმავებს სურვილს დაეუფლონ ისტ. ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა შემდგომ დამოუკიდებლად შექმნან საგაკვეთილო თემის ეკრანული ჩვენება და გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში.


· სამუშაო ენა: ქართული

· საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ინფორმატიკა, უცხო ენა მათემატიკა, ფიზიკა...

· მონაწილეები სხვა სკოლებიდან: სსიპ. ქ. ბათუმის #15 სკოლა

· პროექტის ფასილიტატორის სახელი: იოსებ დავითაძე

· პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: daviosebi@gmail.com

·პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი: www.ist-school.blogspot.com

2 comments:

maka said...

გამარჯობა
იოსებ, ძალიან საინტერესო თემა გაქვს არჩეული. კარგი იქნება თუ საცდელ პროექტში მიუთითებ "Gearn-ის საცდელი პროექტი: ისტ ტექნოლოგიების გამოყენება სკოლებში".
პროექტში მიუთითე შენი საცდელი პროექტის ფორუმის მისამართი.

მერაბ ზარნაძე said...

მოგესალმებით! საინტერესო პროექტია და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალური და ვფიქრობ, რომ ისტ უნდა გამოიყენებოდეს ყველა საგანში, რადგანაც ამითი მავშვი უფრო დაინტერესდება და საგანსაც უკეთ აითვისებს. ქ.თბილისის 96-ს საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი და პედაგოგი მერაბ ზარნაძე